ინდოეთმა პაკისტანში შემთხვევით რაკეტა ისროლა. ინდოეთში შემთხვევას „ტექნიკურ გაუმართავობას“ აბრალებენ.
ქვეყნის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მომხდარი „ღრმად სამწუხაროდ“ არის შეფასებული.
„2022 წლის 9 მარტს, რუტინული ტექნიკური სამუშაოების დროს, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია რაკეტის შემთხვევით გასროლა. ინდოეთის მთავრობამ მიიღო სერიოზული ზომები და უბრძანა სასამართლოს, დაიწყოს გამოძიება“, - წერია განცხადებაში.