ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ის განცხადებით, კიბერთავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება.
როგორც დაჯგუფება „ტვიტერის“ გვერდზე წერს, შეტევები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გაგრძელდება.
„თავდასხმები განხორციელდება ბელარუსის და საქართველოს მთავრობებზეც, ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მათგანს დიდი ალბათობით გავასაჯაროებთ. შეტევები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Attacks will be launched on the Belarusian and Georgian governments as well, not all of our actions can be shared here publicly but regardless, some of it we most likely will publicize. Attacks will continue against the Russian government too. All of them are our targets https://t.co/dtIOgepTzx
— Anonymous (@LiteMods) March 7, 2022