ეკონომისტი ოთარ აბესაძე „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მაქსიმუმ 10-12 დღეში საქართველოში საწვავის ფასი მინიმუმ 30 თეთრით კიდევ გაძვირდება.
მისი თქმით, ექსპერტები საწვავის ფასის ზრდას საშუალოდ 4 ლარამდე პროგნოზირებენ. ეკონომისტის განცხადებით, მიმართეს პარლამენტს, რათა საკითხის მოკვლევასა და დარეგულირებაში სახელმწიფო მის ხელში არსებული ყველა გასაღებით ჩაერთოს.
„მოსალოდნელია მომდევნო კვირების განმავლობაში მაქსიმუმ 10-12 დღეში საწვავის ფასის გაძვირება 30 თეთრით, ხოლო საშუალოდ ვპროგნოზირებთ საწვავის ფასის გაზრდას 4 ლარამდე. ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტში და მივმართეთ საპარლამენტო დეპუტაციას, დაჩქარებული წესით მოახდინონ რეაგირება, დაიწყონ მოკვლევაზე საუბარი და მაქსიმალურად ჩაერიოს სახელმწიფო მის ხელში არსებული გასაღებით“, - განაცხადა ოთარ აბესაძემ.