კრემლმა მადლიერების ნიშნად ქართულ რძესა და სხვა სახის პროდუქტზე შეზღუდვა მოხსნა

კრემლმა მადლიერების ნიშნად ქართულ რძესა და სხვა სახის პროდუქტზე შეზღუდვა მოხსნა
6-03-2022, 19:09 - 2022
977

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უკრაინელებისთვის „ზურგში დანის ჩარტყმად“ აფასებს ინფორმაციას, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთმა ქართულ რძესა და სხვა სახის პროდუქტზე შეზღუდვა მოხსნა.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით დავით არახამია ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, ეს საკითხი ხელისუფლებასთან გაარკვიონ.
 
მსურს მივმართო ქართველ ხალხს, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქართულ რძეზე და ღვინოზე ეკონომიკური სანქციები მოხსნა, რათა უკრაინაში ომის დროს საქართველოს კეთილგანწყობა მოეპოვებინა. 
 
ქართველი ვარ და ყველა ქართველს მსურს შევახსენო, როდესაც რუსეთი მოღალატურად თავს დაესხა საქართველოს, უკრაინამ უმალვე, თავისი ეკონომიკური დანაკარგის გაუთვალისწინებლად, საქართველოს ყოველგვარი აუცილებელი მხარდაჭერა გამოუცხადა - მისცა შეიარაღება, დაეხმარა სამხედრო ინსტრუქტორებით, რათა მეგობარი, მოძმე ერს გვერდში დადგომოდა. 
 
თქვენი აზრით, ახლა, როდესაც რუსეთი უკვე უკრაინას დაესხა თავს, საქართველომ უკრაინას ნორმალურად უპასუხა? გთხოვთ, ქართველო ხალხო, თქვენი მჯერა - გაარკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, რადგან ასეთი ღალატისა და ზურგში ჩარტყმული დანის ხილვას ქართველი ხალხის მხრიდან არ ვისურვებდით. 
 
ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ და ვცხოვრობ უკრაინაში და აქაურ ხელისუფლებაში ვარ. დღეს ნამდვილად მრცხვენია
“, - განაცხადა დავით არახამიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა