ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ომთან დაკავშირებით მოლოდინებზე ისაუბრა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ომთან დაკავშირებით მოლოდინებზე ისაუბრა

6-03-2022, 16:16 - 2022
1 126
       

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ამბობს, რომ დასავლეთს მოუწევს პუტინის რუსეთთან მკაცრი ბრძოლის ფასის გადახდა, მაგრამ საჭიროა რუსეთის შეჩერება.

ტრასმა აღნიშნა, რომ დასავლეთი აცნობიერებს თანამედროვე რუსეთის საშიშროებას და მზად არის შეაჩეროს ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება და სხვა დიქტატორებმაც შეიძლება გადადგან მსგავსი ნაბიჯები. 

„ეს არ არის მხოლოდ ევროპის უსაფრთხოება. რა იქნება ჩვენი. სიგნალი? დანარჩენი მსოფლიოსთვის (თუ პუტინი არ დაამარცხა უკრაინაში)? თუ პუტინი არ წააგებს, ეს წაახალისებს სხვა აგრესორებს მთელს მსოფლიოში“, - დასძინა ტრასმა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პუტინზე გამარჯვების დიდი შანსი არსებობს.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ მას არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს უკრაინაში. ადამიანური ხარჯები უკვე საშინელია, ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა“, - თქვა მან.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა მოქალაქეებსაც მოუწოდა, გააზრებული იყვნენ იმ პრობლემების მიმართ, რაც მათაც შეექმნებათ. კერძოდ, მან თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, მათ შორის მისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შესაძლო აკრძალვა, „გააძვირებს მას ბრიტანეთში, მაგრამ ეს გადასახდელი ფასია“. 

„თუ ჩვენ ამას არ შევაჩერებთ, ფასი კატასტროფული იქნება“, - დასძინა მან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები