ერდოღანს პუტინთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა

ერდოღანს პუტინთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა

6-03-2022, 15:25 - 2022
606
       

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა.

თურქული მედია წერს, რომ მოლაპარაკების დეტალები ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის რუსეთ-უკრაინის ომს ეხებოდა. საუბრის შესახებ განცხადებას მალე გაავრცელებს თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტი.

უკრაინული მედიის ცნობით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობას. 4 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ შესთავაზა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ ერთმანეთს ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე შეხვდნენ.

რუსეთის ფედერაციის  წარმომადგენელმა გაეროს შტაბ-ბინაში, გენადი გატილოვი თურქეთის ინიციატივას კარგ იდეას უწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მან ჯერ არ დაადასტურა რუსული მხარის თანხმობა საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებებზე თურქეთში, მაგრამ არაა წინააღმდეგი ასეთი შეხვედრის, თუ ის შინაარსიანი იქნება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები