უკრაინის თავდაცვა: მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი მისიის შესრულებისას დაიღუპა

უკრაინის თავდაცვა: მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი მისიის შესრულებისას დაიღუპა

6-03-2022, 14:47 - 2022
711
       

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი მათი თანამშრომელი იყო და სპეციალური მისიის შესრულებისას დაიღუპა.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირეევი ღალატში იყო ეჭვმიტანილი და დაკავების დროს მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის უწყებამ არ დაადასტურა.

„სპეციალური დავალების შესრულებისას დაიღუპა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი თანამშრომელი: ალექსეი დოლია, ვალერი ჩიბინეევი და დენის კირეევი. ისინი დაიღუპნენ უკრაინის დასაცავად“, - აცხადებენ უწყებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები