SBU-მ ღალატში ეჭვმიტანილი უკრაინელი მომლაპარაკებლის ლიკვიდაცია მოახდინა

SBU-მ ღალატში ეჭვმიტანილი უკრაინელი მომლაპარაკებლის ლიკვიდაცია მოახდინა

5-03-2022, 15:18 - 2022
2 540
       

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გომელში, მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრის, დენის კირეევის ლიკვიდაცია მოახდინა.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, დენის კირეევი ღალატში იყო ეჭვმიტანილი.

„ის უკვე მკვდარია“, - განუცხადა უკრაინულ მედიას წყარომ.

მედიის ცნობით, პოლიტიკურ წრეებში თანამოსაუბრეების თქმით, უშიშროების სამსახურს ჰქონდა მკაფიო მონაცემები კირეევის ღალატზე, მათ შორის სატელეფონო საუბრების სახით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები