უკრაინიდან ლტოლვილების ნაკადის გამო, ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

უკრაინიდან ლტოლვილების ნაკადის გამო, ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

4-03-2022, 11:36 - 2022
572
       

4 მარტიდან ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის შემოღება ერთი თვით, მაგრამ თუ საჭიროება იქნება, ვადები შეიძლება გაგრძელდეს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განმარტა მიზეზებიც. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინიდან ლტოლვილების ნაკადის გამო მიიღო.

„დაახლოებით 30 000 ლტოლვილი უკრაინიდან უკვე ჩავიდა ჩეხეთში. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო ეფექტურად მოხდეს მათი განსახლება, მთავრობა პარასკევიდან, 4 მარტიდან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები