უკრაინასთან ომში 41-ე რუსული არმიის მეთაურის მოადგილე დაიღუპა

უკრაინასთან ომში 41-ე რუსული არმიის მეთაურის მოადგილე დაიღუპა

3-03-2022, 17:24 - 2022
663
       

უკრაინასთან ომში 41-ე რუსული არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ეს ინფორმაცია ვეტერანთა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საბრძოლო ძმობა“ კიროვის რაიონულ ფილიალში დაადასტურეს. თავდაცვის სამინისტროში კი მის გარდაცვალებას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, 47 წლის სუხოვეცკი არმიის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა 2021 წლის შემოდგომაზე. მანამდე ის სამი წლის განმავლობაში მეთაურობდა ნოვოროსიისკში მე-7 საჰაერო სადესანტო დივიზიას. ის გახდა ყველაზე მაღალი რანგის რუსი სამხედრო, რომლის გარდაცვალების შესახებ უკრაინასთან ომის დროს 3 მარტს გახდა ცნობილი. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები