ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, „ომიკრონის“ უფრო მეტად გადადება, მეტ გარდაცვალებას ნიშნავს.
მისი თქმით, არ მოუწოდებს ქვეყნებს, რომ „ლოქდაუნს“ დაუბრუნდნენ, მაგრამ მოუწოდებს მათ, რომ საკუთარი ხალხი ყველა საშუალებით დაიცვან.
„მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს „ლოქდაუნს“, თუმცა მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი ხალხი ყველა საშუალების, და არა მხოლოდ ვაქცინების, გამოყენებით“, - აღნიშნა გებრეისუსმა.
გარდა ამისა, ჯანმოს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა, ქვეყნებს მოუწოდა, დასახონ საკუთარი გზა პანდემიიდან თავის დასაღწევად და ბრმად არ მიჰყვნენ სხვებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომების შემსუბუქებაში.
მანვე დასძინა, რომ ქვეყნები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვების დაწესებას კვლავ შეძლებენ.
„ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს უფრო ფართო გახსნისთვის, ასევე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შეუძლიათ ხელახლა დააწესონ ზომები, საჭიროების შემთხვევაში. ასე რომ, თუ კარებს სწრაფად გავხსნით, სჯობს, ძალიან კარგად შეგვეძლოს მათი სწრაფად დახურვაც“, - თქვა რაიანმა.