რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებმა საგრძნობლად გაზარდა ქვეყნის სახელმწიფო ვალის დაფარვის ალბათობა, - ამის შესახებ JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადა.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსეთი ამ თვეში 700 მილიონ დოლარზე მეტი სახელმწიფო ობლიგაციების გადახდას აპირებს.
„მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მას აქვს საკმარისი რეზერვები ვალების დასაფარად, პრაქტიკაში ზოგიერთი აქტივის გაყინვამ და სხვა ღონისძიებებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს მის უნარზე გადახდები განახორციელოს“, - ნათქვამია განცხადებაში.