პუტინი ელოდა, რომ უკრაინას სამ დღეში დაიკავებდა - უკრაინის უსაფრთხოება

პუტინი ელოდა, რომ უკრაინას სამ დღეში დაიკავებდა - უკრაინის უსაფრთხოება
2-03-2022, 18:04 - 2022
1 446

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რუსი ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ელოდა, რომ უკრაინას სამ დღეში აიღებდა.

უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით, სამხედროებს ტელეფონები და დოკუმენტები ჩამოართვეს და სამი დღის საკმარისი საკვები და წყალი დაურიგეს, შემდეგ კი უკრაინაში საომრად გაუშვეს.

„პუტინი ელოდა, რომ სამ დღეში დაიკავებდა უკრაინას. ეს არის მარაგი, რომელიც მან დაურიგა თავის ჯარისკაცებს, როდესაც ის ჩვენს მიწაზე საბრძოლველად გაგზავნა. 

რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით, დამპყრობლებს ჩამოართვეს ტელეფონები და დოკუმენტები, აძლევდნენ სამი დღის საკმარის საკვებსა და წყალს და გაგზავნეს უკრაინასთან საბრძოლველად“, - აღნიშნულია
განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები