ევროპის კლუბების ასოციაციამ რუსეთის წარმომადგენლები გარიცხა

ევროპის კლუბების ასოციაციამ რუსეთის წარმომადგენლები გარიცხა

2-03-2022, 11:55 - 2022
543
       

ევროპის კლუბების ასოციაციამ (ECA), რომელიც უეფა-ში კლუბების ინტერესებს წარმოადგენს, რუსეთის წარმომადგენლები გარიცხა.

გადაწყვეტილების თანახმად, „ზენიტი“, „სპარტაკი“, „რუბინი“, ცსკა, „როსტოვი“, „კრასნოდარი“ და „ლოკომოტივი“ ევროპული კლუბების ასოციაციის წევრები აღარ არიან.

„ECA-მ ასევე მტკიცედ დაუჭირა მხარი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის პეტერბურგიდან პარიზში გადადების შესახებ“, - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ დღესვე გადაწყვიტა, რომ ყველა რუსული გუნდი დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაწილეობას ECA-ს საქმიანობაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები