„ვითიბიმ“ ლონდონში ვაჭრობა დროებით შეწყვიტა, ამის შესახებ ნათქვამია ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მედია წერს, მიზეზი ბანკის დეპოზიტორის, BNY Mellon-ის, "ვითიბისთან" თანამშრომლობის შეწყვეტაა.
„კომპანიისგან განმარტებების არარსებობის გამო, ფინანსურმა მარეგულირებელმა გადაწყვიტა, რომ ინვესტორების დასაცავად ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალის დროებით შეჩერება აუცილებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.