ევროკავშირის 8 ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერენ. შესაბამისი წერილი ლატვიის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
წერილში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერენ ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტები.
„ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები, მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანების პერსპექტივას“, - ნათქვამია განცხადებაში.