28 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერს, დიმიტრი პესკოვს, რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს, Alfa Group-ის კონსორციუმის მფლობელებს, მიხაილ ფრიდმანსა და პიტერ ავენს სანქციები დაუწესა.
მედიის ინფორმაციით, სულ სანქცირებულია 26 რუსი მაღალჩინოსანი. მათივე ცნობით, სანქციები შეეხო Severstal-ის მთავარ მფლობელს, ოლექსიე მორდაშოვს, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს და „ტრანსნეფტის“ პრეზიდენტს, მიკოლა ტოკარევს და შერემეტიევოს აეროპორტის თანამფლობელს, ალექსანდრა პონომარენკოს.
სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ ვიცე-პრემიერი დიმიტრი ჩერნიშენკო, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ირეკ ფაიზულინი, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, ვიტალი საველიევი.
სანქციები ძალაში შედის შესაბამისი გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების დღიდან, ანუ 28 თებერვლიდან.