ევროკომისია და ევროპული ელექტრო ქსელების ასოციაცია დათანხმდა უკრაინის საგანგებო გაწევრიანებას ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემაში, - ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
მედიის ცნობით, უკრაინის ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ქსელში გადაუდებელი გაწევრიანების საკითხის განხილვა დაიწყება და პროცესი რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
„ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტი უკრაინულ მხარესთან არის უკრაინის ენერგოსისტემის სინქრონიზაცია ევროპულთან და არა რუსულთან“, - განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა.