ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი დასავლეთს დასცინის და სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად კადიროვი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე ავრცელებს.
მის მიერ შედგენილი სანქციების სია კი ასეთია:
- ჩეჩნეთის ცა იხურება დასავლეთის ქვეყნების თვითმფრინავებისთვის;
- ბორის ჯონსონს ჩეჩნეთის ბანკში, რუბლში გახსნილი ყველა აქტივი დაებლოკება;
- დაწესდება ემბარგო ბრიტანელი ოლიგარქების აქტივებზე აჩხოი მარტანში, განმეორების შემთხვევაში კი - სამაშკში;
- ასავე, კადიროვი არ აღიარებს ბრიტანული ჩაის არსებობას.