ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს - გადაწყვეტილება მიღებულია

ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს - გადაწყვეტილება მიღებულია

27-02-2022, 21:47 - 2022
1 550
       

ევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციებს უწესებს და წიაღისეული საწვავზე, რკინასა და ტექნოლოგიებზე სავაჭრო შეზღუდვები შემოაქვს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლაიენმა თქვა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი „უკრაინაზე დაუნდობელი თავდასხმის თანამონაწილეა“, რის გამოც, ბლოკი სანქციებს აწესებს.

„შეზღუდვები ფოკუსირებული იქნება ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებზე. ეს შეაჩერებს მათ ექსპორტს საწვავზე, თამბაქოზე, ხე-ტყეზე, ცემენტზე, რკინასა და ფოლადზე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები