ალექსანდრე ლუკაშენკო - საწყალი პუტინი... სიმართლე გითხრათ, მეცოდება

ალექსანდრე ლუკაშენკო - საწყალი პუტინი... სიმართლე გითხრათ, მეცოდება

27-02-2022, 13:57 - 2022
2 628
       

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტია და არა ომი, მაგრამ თუ ის არ შეწყდება, სამ დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა.

„ამას არც ახლა დავარქმევდი ომს, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში - „ხორცსაკეპი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთანავე, ბელარუსის პრეზიდენტი გამოეხმაურა კიევის უარს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით.

„საწყალი პუტინი. ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება“, - თქვა ლუკაშენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები