საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთის სატვირთო ხომალდი დააკავეს

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთის სატვირთო ხომალდი დააკავეს

26-02-2022, 18:40 - 2022
850
       

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ლა მანშის სრუტეში რუსული სატვირთო გემი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გემი ევროკავშირის სანქციების ფარგლებში დააკავეს.

127 მეტრის სიგრძის რუსული სატვირთო გემი, რომელსაც მანქანებს გადაჰქონდა, ღამით საფრანგეთის საზღვაო ძალებმა დააკავეს და გადაიყვანეს ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბულონ-სურ-მერის პორტში.

ფრანგი იფიციალური პირების ცნობით, გემის ეკიპაჟი საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები