ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის დაიხურება.
ესტონეთთან მსგავსად, ლატვია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს.
„ვამზადებთ შესაბამის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის დაიხურება. ჩვენს ბალტიელ კოლეგებსაც იგივე ქმედებისკენ მოვუწოდებთ, რომ ჩავხსნათ რუსეთი ევროპის საჰაერო სივრციდან“, – ნათქვამია ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.