ცნობილია, რომელი ქვეყნები არ უჭერენ მხარს რუსეთის Swift-დან დაბლოკვას

ცნობილია, რომელი ქვეყნები არ უჭერენ მხარს რუსეთის Swift-დან დაბლოკვას

26-02-2022, 15:38 - 2022
2 427
       

გერმანია და უნგრეთი რჩებიან ევროკავშირის ერთადერთ ქვეყნებად, რომლებიც არ დათანხმდნენ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შაბათს გამოსვლისას განაცხადა.

„უკვე არის თითქმის სრული მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთს SWIFT-ისგან გათიშვის მიზნით. იმედი მაქვს, რომ გერმანია და უნგრეთი ექნებათ გამბედაობა მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს გამბედაობა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, დავიცვათ ევროპა“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.     
                                                                
რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის გადაწვეტილებას საბოლოოდ იტალიამ და კვიპროსმა მხარი დაუჭირეს. NBC-ს განცხადებით, ევროპისა და აშშ-ის მიერ რუსეთის აფინანსური სისტემიდან გაძევება რუსეთის ეკონომიკას საგრძნობლად დააზიანებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები