კიევი-ჟიტომირის გზატკეცილზე სოფელ სტოიანკას მახლობლად ხიდი ააფეთქეს.
ამ დროისთვის გზატკეცილზე მოგზაურობა აკრძალულია და კიევიდან ჟიტომირის მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელია.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად ხიდიდან მანქანები გადავარდა. მათივე ცნობით, დაშავდა 4 ადამიანი, ერთი ბავშვი კი გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაშველებმა მანქანიდან გარდაცვლილი ბიჭი (დაახლოებით 8 წლამდე) გამოიყვანეს და ცხედარი ბოროდიანსკის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაასვენეს.