რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სიკვდილით დასჯის სავარაუდო დაბრუნება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მედვედევმა ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ განაცხადა, რომ ეს იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ „მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები“ აღადგინონ.
„კარგი შესაძლებლობა აღადგინოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების აღსაკვეთად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.