დამპყრობლებმა მოკლეს 198 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი

დამპყრობლებმა მოკლეს 198 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი
26-02-2022, 13:36 - 2022
426

ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 198 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი.

 „თავდასხმის შედეგად გვყავს 198 გარდაცვლილი, მათ შორის 3 ბავშვი, 1115 დაჭრილი, რომელთა შორის 33 ბავშვია“, - თქვა ლიაშკომ.

უკრაინის ბავშვთა ჰოსპიტალმა Okhmatdyt-მა განაცხადა, რომ 26 თებერვალს სასწრაფო დახმარების მანქანამ კრიტიკულ მდგომარეობაში დაახლოებით 7 წლის ბავშვი შეიყვანეს. ბიჭს აღენიშნებოდა კისრის და თავის არეში ჭრილობა და ტვინის შერყევა.

მათივე ცნობით, ტრავმის სიმძიმის გამო, სისხლდენის შესაჩერებლად საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა