უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს მხარი დაუჭიროს უკრაინას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის უზრუნველსაყოფად.
მედიის ცნობით, ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
„დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ გრძელვადიანი დისკუსია და გადავწყვიტოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. მე განვიხილეთ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შემდგომი ეფექტური დახმარება და უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.