„უკრაინის დროშა ხერსონზეა!“, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი სოციალურ ქსელში წერს.
კოლიხაევი აცხადებს, რომ ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს.
„უკრაინის დროშა ხერსონზეა! ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს. 06:30 საათზე პირველი ტროლეიბუსები შემოვიდნენ ხაზზე. ჩვენ მოვახერხეთ კიდეც ქალაქის დასუფთავება, ჩვენ ვიცხოვრებთ!“, - წერს „ფეისბუქზე“ ქალაქის მერი.
მერმა დასძინა, რომ სურსათისა და პურის საკითხი ახლა მოგვარებულია. მან მოსახლეობას ურჩია, თვალყური ადევნონ საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას.