უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს და მსოფლიოს რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას სთხოვს. Київ — наше чудове, мирне місто — пережив ще одну ніч під нападами російських наземних сил та ракет. Одна з них вдарила по житловому будинку в Києві. Я вимагаю від світу повністю ізолювати РФ. Виганяйте послів. Нафтове ембарго. Знищте економіку РФ. Зупиніть воєнних злочинців РФ! pic.twitter.com/UdKnSVCVkT
როგორც მინისტრი წერს, უკრაინელებმა რუსული სახმელეთო ჯარებისა და სარაკეტო თავდასხმის ქვეშ კიდევ ერთი ღამე გაატარეს.
„კიევი, ჩვენი ლამაზი, მშვიდობიანი ქალაქი, კიდევ ერთი ღამე გაატარა რუსული სახმელეთო ჯარების და რაკეტების თავდასხმის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი კიევში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას. გააძევეთ ელჩები. ნავთობზე ემბარგო დააწესეთ. გაანადგურეთ რუსეთის ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსეთის ფედერაციის ომის დამნაშავეები!“, - წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.