უეფა-მ „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაწყვეტაზე მუშაობა დაიწყო

უეფა-მ „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაწყვეტაზე მუშაობა დაიწყო

26-02-2022, 11:12 - 2022
602
       

უეფა რუსულ ენერგოგიგანტთან, „გაზპრომთან“ სასპონსორო ხელშეკრულების გაუქმებას გეგმავს.

როგორც „ფინანშიალ თაიმსი“ წერს, უეფა ამასთან დაკავშირებით იურიდიულ კონსულტაციებს გადის. მედია იუწყება, რომ გაზპრომის ლოგო აღარ იქნება ნაჩვენები ჩემპიონთა ლიგის მატჩების განახლების შემდეგ.

ცნობისთვის „გაზპრომა“ უეფასთან პარტნიორობა 2012 წელს დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, „გაზპრომთან“ თანამშრომლობას უეფა-სთვის წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი ევრო მოაქვს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები