ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს

ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს

3-01-2026, 18:07 - 2026
360
       

ნიკოლას მადუროს ბრალი ნიუ-იორკში წაუყენეს.
 
ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი სოციალურ ქსელში წერს.
 

„ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქში ბრალი წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკო-ტერორიზმის შეთქმულებაში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, იარაღის შენახვისა და ფლობის შეთქმულებაში. ისინი მალე ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში, ამერიკული მართლმსაჯულების სრულ სიმკაცრეს იგრძნობენ“, - წერს ბონდი X-ზე.

 
პემ ბონდიმ წარმატებული ოპერაციისთვის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები