ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი: ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვითხოვთ

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი: ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვითხოვთ

3-01-2026, 18:02 - 2026
414
       

„დონალდ ტრამპის მთავრობისგან ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვითხოვთ“, - ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.
 
როდრიგესის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
 

„დონალდ ტრამპის მთავრობისგან სასწრაფოდ მოვითხოვთ პრეზიდენტ მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს“, - განაცხადა როდგირესმა.

მისი თქმით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ვენესუელაში „ბევრი ოფიციალური პირი, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები