ტრამპის თქმით, აშშ-მა  ნიკოლას მადურო შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს

ტრამპის თქმით, აშშ-მა ნიკოლას მადურო შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს

3-01-2026, 16:28 - 2026
457
       

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
 

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

 
მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
 
ამასთან, ტრამპის ცნობით, ადგილობრივი დროით 11 საათზე, (თბილისის დროით 20:00) მარ-ა-ლაგოში პრესკონფერენცია გაიმართება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები