რამდენიმე საათის წინ ვენესუელა დაიბომბა

რამდენიმე საათის წინ ვენესუელა დაიბომბა

3-01-2026, 16:18 - 2026
431
       

ვენესეულას თავს დაესხნენ.
 
ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო X-ზე წერს.
 

„ამ წუთებში კარაკასს ბომბავენ. მსოფლიოს შეატყობინეთ, რომ ვენესეულას თავს დაესხნენ. დაბომბვა რაკეტებით ხორციელდება“, - წერს პეტრო.

მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და გაერო-მ საგანგებო სხდომები ახლავე უნდა გამართონ.
 
CNN-ის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქში პირველი დარტყმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:50 საათზე განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები