რუსეთის ჯარებმა განიცადეს ძალიან დიდი დანაკარგი, - ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.
მისი თქმით, 26 თებერვლის დილის მდგომარეობით, 3,5 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და თითქმის 200 ტყვედ აიყვანეს.
„დღეს დილის მდგომარეობით ჩვენ გვყავს 3500-ზე მეტი დაღუპული რუსი და გვყავს 200-ზე ცოტა ნაკლები ტყვე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მანვე დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პოლიციასა და თავდაცვასთან ერთად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სიტუაციას აკონტროლებენ.