კობახიძე: ახალგაზრდები მიდიან ევროპაში და იქ რჩებიან, ეს უნდა შეჩერდეს

კობახიძე: ახალგაზრდები მიდიან ევროპაში და იქ რჩებიან, ეს უნდა შეჩერდეს

დღეს, 18:30 - 2025
144
       

„ზოგადად რაც შეეხება განათლების სისტემას, პრობლემები რომ გვაქვს, კარგად მოგეხსენებათ. ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ ვფიქრობთ რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ განსაკუთებული ყურადღება დავუთმოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი საერთო მიზანი, რომ განვახორციელოთ უმაღლების განათლების რეფორმა.

დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩვენი ზომის ქვეყანაში და გამოწვევებით სავსე, 35-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, შეუძლებელია რომ 64 უნივერსიტეტში ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, მითუმეტეს ეკონომიკურ და სხვა ტიპის გამოწვევების ფონზე, ჰქონდეს უზრუნველყოფილი თანაბრად მაღალი ხარისხი. ერთ-ერთი გამოწვევა არის ახალგაზრდების იმიგრაცია, ქვეყნიდან გასვლა და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში და როდესაც ახალგაზრდა მიდის სხვა ქვეყანაში, მათი დიდი ნაწილი არის ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დაკარგული. მითუმეტეს კონკრეტულ სახელმწიფოებს, განვითარებულ სახელმწიფოებს, აქვთ ე.წ ტვინების მიზიდვის პოლიტიკა და ძალიან წარმატებულად ახორციელებენ ამ პოლიტიკას და საუკეთესო უნარების მქონე ახალგაზრდები მიდიან სხვა ქვეყანაში და რჩებიან სხვა ქვეყანაში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ უნდა შეჩერდეს იმით, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები