რიყის პარკში მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეები ძალის გამოყენებით დაშალა

რიყის პარკში მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეები ძალის გამოყენებით დაშალა

დღეს, 20:07 - 2025
78
       

რიყის პარკში გარემოვაჭრეებსა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. 


მერიის ინსპექტორებმა ღია ცის ქვეშ სათამაშოებისა და ტკბილეულის გამყიდველებს დახლები დაუმტვრიეს, პროდუქცია ნაგავში ჩაუყარეს და ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

შემთხვევის დროს ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ცივ ზამთარში შემოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ. 

მათი თქმით, დახლების განადგურების შემდეგ სამსახურისა და ლუკმა-პურის ფულის გარეშე დარჩნენ.

„მოდიან, გვიკრძალავენ დგომას. სად წავიდეთ? 70 წლის ქალი ვარ, პენსიონერი ვარ, პენსიონერი, სახლ-კარი არ მაქვს. როგორ ვიარსებოთ, რისთ ვიარსებოთ აზრზე არ ვარ“, - ამბობს გარემოვაჭრე. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები