„ოცნების“ წევრები ევროკავშირში არ შეუშვეს | ბრიუსელში შეხვედრა ჩაიშალა

„ოცნების“ წევრები ევროკავშირში არ შეუშვეს | ბრიუსელში შეხვედრა ჩაიშალა

დღეს, 17:09 - 2025
127
       

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, რომელიც გადაიდო. 


ქართული მხარე ირწმუნება, რომ ბრიუსელში ყოველგვარი არგუმენტების მოსმენის გარეშე სურთ გადაწყვეტილების მიღება.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით კი დიალოგის ჩაშლის მიზეზი გახდა ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მთვარობის წევრების ნაწილის არ შეშვება, ამის მიზეზი კი მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იყო.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც საზღვარზე არ შეუშვეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იყო.

აღნიშნული ინფორმაცია დარახველიძემ უარყო და აღნიშნა, რომ დიალოგი გადაიდო, რადგან ევროკავშირმა არ ისურვა მოესმინა ის ამომწურავი პასუხები მათ კითხვებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის წევრებს ჰქონდათ მომზადებული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები