საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.71 მილიონი აშშ დოლარი (865.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 13.4%-ით (37.6 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უკვე ერთი წლის მსგავსად, ოქტომბერშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.6%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 59.27 მილიონი დოლარი, რაც 16.51%-ით მეტია 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით.
მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (17.01%), საიდანაც გასულ თვეში 53.17 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 12.36%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.96%) 41.32 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 20.20%-იანი მატებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
• აშშ - $59.27 მილიონი.
• იტალია - $53.17 მილიონი.
• რუსეთის ფედერაცია - $41.32 მილიონი.
• გერმანია - $29.61 მილიონი.
• საბერძნეთი - $25.81 მილიონი.
• ისრაელი - $24.06 მილიონი.
• თურქეთი - $10.71 მილიონი.
• ესპანეთი - $7.92 მილიონი.
• ყირგიზეთი - $7.71 მილიონი.
• ყაზახეთი - $6.52 მილიონი.
• საფრანგეთი - $6.2 მილიონი.
• ირლანდია - $5.81 მილიონი.
• გაერთიანებული სამეფო - $5.27 მილიონი.
• აზერბაიჯანი - $3.57 მილიონი.
• პოლონეთი - $3.28 მილიონი.
სებ-ის ცნობითვე, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი აშშ დოლარი (110.9 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5%-ით მეტია.













