ამაღლობელი: მაშინებს ის, პატიმრობის შემდეგ რა დამხვდება გარეთ

ამაღლობელი: მაშინებს ის, პატიმრობის შემდეგ რა დამხვდება გარეთ

გუშინ, 21:59 - 2025
89
       

„პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია“, - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.


„სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ღირსებული დაცვისთვის. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასამართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა, ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის. არ ვიცი, დღეს თუ ხვალ, როდის გამოიტანთ გადაწყვეტლებას და რამდენად სამართლიანი იქნება. რამდენად ჩამტოვებთ სისხლის სამართლს დანაშაულში სილის გაწვსითვის. არ ვიცი, დაველოდები გადაწყვეტილებას.
საპატიმრო სასჯელის რაოდენობაზე აღარ ვსაუბრობ, გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს დღეს ქვეყანაში. ერთ-ერთი ადვოკატი გამეხუმრა, დარბაზიდან რომ გაგიშვან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო. ჩავთვალოთ, დარბაზიდან გამიშვით. ვფიქრობ, რომ სახლში მისვლამდე შეიძლება უკან მიმაბრუნონ, იმდენად რეპრესიული კანონებია. სამედიცინო პირბადის ტარების გამო შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგაპატიმრონ, კითხვა - „რატომ“ - არ უნდა დავსვათ. იმიტომ, რომ რეჟიმს რაც მოუნდება, გააკეთებს და მოიფიქრებს მიზეზებს. თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთჯერ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ. პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ. დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ ეკონომიკურმა გამოწვევებმა. ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება?! ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზიშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს. ბრძოლა ბოლომდე!“, – ასე დაასრულა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა სააპელაციო სასამართლოში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები