პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ კაკაბაძე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ოთარ კაკაბაძის ბიძაა, თავად ოთარ კაკაბაძე კი 2024 წელს მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში მონაწილეობდა.