სააკაშვილი: ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია

სააკაშვილი: ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია

გუშინ, 20:57 - 2025
86
       

„ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გავრცელდა.
 
მისივე თქმით, გაჩერება ახლა, „როდესაც გამარჯვება ძალიან ახლოსაა“, დაუშვებელია.
 

„ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ. არის მცდელობა ჩაანაცვლონ ქართველების გენეტიკური კოდი. ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია. ვიბრძვით, ვიმარჯვებთ! მადაგასკარის პრეზიდენტი, მრავალთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, გუშინ, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები