ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.
ცესკოს ინფორმაციით, 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, „გირჩის“ კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი - 4.121%.