ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ ორბელიანის მოედანზე რჩება.
ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბარიკადებს, გარე ინვენტარს, კონკრეტულად კი სკამებს წვავენ.
ადგილზე განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმი. მოქალაქეები სკანდირებენ: „ბოლომდე! ბოლომდე!“
ამ დროისთვის სპეცრაზმსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.
ფოტო: IPN