შსს: გამოვიყენებთ შესაბამის ღონისძიებებს

შსს: გამოვიყენებთ შესაბამის ღონისძიებებს

4-10-2025, 20:07 - 2025
2 553
       

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.


„მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

აქციის მონაწილეები ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები