ორბელიანის მოედანზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ისევ ფიზიკურად უსწორდება

ორბელიანის მოედანზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ისევ ფიზიკურად უსწორდება

4-10-2025, 19:59 - 2025
1 560
       

ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალები უპირისპირდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

სპეციალური რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ ე.წ. წიწაკის სპრეის, ადგილზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულაც.

ადგილზე არიან დაშავებულები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა, პრეზიდენტის სასახლესთან არსებული ღობე გაარღვიეს, ადმინისტრაციის ჭიშკარი შეანგრიეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები