სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას იწყებს

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას იწყებს

4-10-2025, 19:47 - 2025
1 487
       

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ათონელის სასახლესთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.


მათ შორის, სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხა პაატა ბურჭულაძეს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში იმყოფებოდა.

„მე ვუთხარი, არ გაბედოთ-მეთქი ახალგაზრდებზე ძალადობა. ერთმა დამიჯერა და მერე გამოვარდა ვიღაც და იმან აიღო...
ამ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ივანიშვილს დღეს ქართველმა ხალხმა გამოუცხადა ციხე და კიდევ 5 ადამიანს, ასე რომ ესენი ომს მიიღებენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები