აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს - ადგილზე დაპირისპირებაა.
ადმინისტრაციის შენობიდან გამოვიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სავარაუდოდ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
მანანამდე, აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს ჯებირები, რომელიც ადგილზე იყო აღმართული.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.
დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე მივიდა პაატა ბურჭულაძე. მიუხედავად წინააღმდეგობის გაწევისა, სპეცრაზმელების მხრიდან, მოქალაქეები ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჯებირიდან ცდილობენ, გარღვევას და შიგნით შეღწევას.
ფოტო: IPN