ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.15%-ია

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.15%-ია

4-10-2025, 14:04 - 2025
1 515
       

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 12:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 602 445 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის - 17.15%-ია.


ცესკო-ს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი კვლავ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  

მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია. ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 12:00 საათის მონაცემებით თბილისში 134 902 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12.93%-ია. 
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით თბილისში 158 675 ამომრჩეველი იყო მისული - 15.8%. ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. 

ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა. ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები